saqarTvelos mwvervalebi - tabulosmTa

 

ტებულოსმთა, დაქუეხი - აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი, ანდის ყოისუსა და ხონის წყლის სათავეებს შორის. მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4493 მ. აგებულია იურული თიხის ფიქალისა და ქვიშაქვისაგან. მის ფერდობზე ეშვება მყინვარები 3კმ² საერთო ფართობით.

ტებულო წარმოადგენს პირამიდისებურ მწვერვალს, ე.წ. კარლინგს. ტებულოსმთის მძლავრი საკვანძო მასივი, რომლის ტოტებიც სამხრეთისაკენ, ჩრდილო-დასავლეთისაკენ, ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ არიან გაწვდლი, ხეობური ტიპის გამყინვარების განმარტოებულ კერას წარმოადგენს. მისი თოვლის საბურველი ასაზრდოებს საკმაოდ მსხვილ მყინვარებს, რომლებიდანაც გამოედინებიან არღუნის მარჯვენა შემდინარე მდინარე ტუღო და ანდის ყოისუს მთავარი მდგენელი მდინარე ქვახიდისწყალი. ტებულოსმთის მასივი მთავარ ქედთან შეერთებულია ბორბალოსმთის მასივთან, აწუნთის გარდიგარდმო ქედის საშუალებით.